აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
01 ივლისი, 2026
გონიოს ციხეში ქართული ენისა და ეროვნული იდენტობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
გონიოს ციხეში, აფხაზეთის ა. რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით, ქართული ენის, კულტურისა და ეროვნული იდენტობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება წმინდა მოციქულ მატათას საფლავთან აღვლენილი პარაკლისით დაიწყო. პროექტის „არ დავივიწყოთ ქართული“-ს ფარგლებში გაიმართა თეატრალური წარმოდგენა „ფესვები საქართველოა“, ასევე ფოლკლორული ნომრები, ქართული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება და სპორტული აქტივობები.
პროექტში აფხაზეთიდან დევნილი 30 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ინიციატივის მიზანი ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია, ეროვნული იდენტობის შენარჩუნება და ახალგაზრდების დაახლოება იყო.
მსგავსი სიახლეები