აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
01 ივლისი, 2026
ოზურგეთში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა
აფხაზეთის ა. რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ოზურგეთში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გამართა.
აქციის ფარგლებში გურიის რეგიონში მცხოვრებმა ასამდე დევნილმა მოქალაქემ მიიღო ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები, რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტები.
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე დაესწრნენ.
დევნილი მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
მსგავსი სიახლეები