აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
29 ივნისი, 2026
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული პლატფორმა“ გაიხსნა
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრი - „მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული პლთფორმა“ გაიხსნა.
ცენტრი ახალგაზრდებს კონფლიქტების, ისტორიული გამოცდილებისა და თანამედროვე საზოგადოებრივი პროცესების შესწავლის შესაძლებლობას მისცემს.
გახსნის ღონისძიებაზე აღინიშნა სამშვიდობო განათლების, დიალოგისა და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა.
პლატფორმის ფარგლებში გაიმართება ტრენინგები, სემინარები, საჯარო დისკუსიები და სხვა საგანმანათლებლო აქტივობები, რომლებიც მშვიდობის კულტურისა და თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ცენტრის გახსნას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის, აკადემიური წრეებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსგავსი სიახლეები