სიახლეები

26 ივნისი, 2026

"დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა" - ირაკლი კობახიძე


➡️"2025 წელს მთლიანობაში უზრუნველყოფილ იქნა 4 636 ოჯახი. გრძელდება სამშენებლო სამუშაოები თბილისში, რუსთავსა და ბორჯომში" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

➡️ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

➡️„მთლიანობაში 2 500 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი ამ სამუშაოების დასრულების შედეგად. ზუგდიდში 1 700-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა ბინა მას შემდეგ, რაც დასრულდება შესაბამისი კორპუსების მშენებლობა. აქ აქტიურად წარიმართება შესაბამისი პროცესი.

ასევე ეკომიგრანტთა განსახლება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. 2025 წელს უზრუნველყოფილი იქნა 783, ხოლო წელს 451 ეკომიგრანტი ოჯახი.

ასევე უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების პროექტი ხორციელდება. გადაწყვეტილება მიღებულია 1 200-ზე მეტ ოჯახთან დაკავშირებით, სახლი უკვე შესყიდულია 511 ოჯახისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ყობელწლიურ მოხსენებას აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ესწრებოდა.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად