სიახლეები

23 ივნისი, 2026

კონფერენცია „აფხაზეთი საქართველოა“ და წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში


➡️სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენციის „აფხაზეთი საქართველოა“ დასკვნითი ეტაპი გაიმართა.

 

➡️დღემ რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება გააერთიანა.  კონფერენციის ფარგლებში დაჯილდოვდნენ „ვეცნობი აფხაზეთის ისტორიას“ პირველი ეტაპის გამარჯვებულები, ასევე აფხაზეთიდან დევნილი ოქროსა და ვერცხლის მედლის კანდიდატი მოსწავლეები, მათი პედაგოგები და სკოლები.

 

➡️მონაწილეებს აფხაზეთის ა.რ უმაღლესი საბჭოს წარმატებულის, მადლობისა და საპატიო სიგელები გადაეცათ.

 

➡️ღონისძიებების მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებში აფხაზეთის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული ღირებულებების შესახებ ცოდნის გაღრმავება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლება, წარმატებული მოსწავლეების წახალისება და აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული ახალგაზრდების მხარდაჭერა.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად