სიახლეები

23 ივნისი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

 

➡️ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფორუმის სტუმრებს საჯარო სერვისების საერთაშორისო დღე მიულოცა და საჯარო მოხელეებს, რომლებიც სახელმწიფოს პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ერთგულებით ემსახურებიან, მადლობა გადაუხადა.

 

➡️პრემიერ-მინისტრმა საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შედეგად დაასახელა იუსტიციის სახლების მოდელი და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 127 იუსტიციის სახლი, სადაც მოქალაქეებს ერთ სივრცეში 500-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისის მიღება შეუძლიათ.

 

➡️ფორუმის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუა.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად