სიახლეები

22 ივნისი, 2026

აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა.

 

➡️დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს ორგანიზაციული საკითხები, საქმიანობის ანგარიში, სამომავლო გეგმები და დაგეგმილი პროექტები განიხილეს, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებსა და ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

 

➡️აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭო 2 წელია ფუნქციონირებს და მისი მიზანი აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გახლეჩილი საზოგადოების კონსოლიდაცია, სახალხო დიპლომატიის ფარგლებში ქართულ-აფხაზური შეხვედრების ორგანიზება და მეტი სამშვიდობო ინიციატივების დანერგვაა.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად