სიახლეები

20 ივნისი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე წყალტუბოში დევნილ ვეტერანებს შეხვდა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად, წყალტუბოში იმყოფებოდა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების ფსიქოსოციალური და ფიზიკური რეაბილიტაციის მხარდამჭერი პროგრამის მიმდინარეობას პირადად გაეცნო და ბენეფიციარებს შეხვდა.

 

➡️შეხვედრაზე ვეტერანების მხარდაჭერის გაძლიერებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. გიორგი ჯინჭარაძემ აღნიშნა, რომ დევნილი ვეტერანების ხელშეწყობა აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

 

➡️პროგრამა აფხაზეთიდან დევნილ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ვეტერანებს ფიზიკური რეაბილიტაციისა და პროფესიული კონსულტაციების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად