სიახლეები

19 ივნისი, 2026

აფხაზეთის ა.რ უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს მოუსმინეს


➡️აფხაზეთის ა.რ უმაღლეს საბჭოში პრეზიდიუმისა და პლენალური სხდომები გაიმართა, რომლის ფარგლებში ინტერპელაციის წესით მოისმინეს აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის, დავით ფაცაციას, ანგარიში.

 

➡️მინისტრმა ყურადღება გამახვილა დევნილთა საცხოვრებელი და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ 2025 წელს სამინისტროს სისტემის მიერ დევნილთა განსახლების 99 ობიექტზე შესრულდა 1 105 390 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ხოლო სხვადასხვა სოციალური პროგრამის ფარგლებში დახმარება 4 476 ბენეფიციარს გაეწია.

 

➡️დავით ფაცაციამ ასევე ისაუბრა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის შედეგებზე, რომლის ფარგლებშიც არაერთი პროექტი განხორციელდა აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მხარდასაჭერად.

 

➡️შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც დეპუტატებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე მინისტრისგან დამატებითი განმარტებები მიიღეს.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

17 ივნისი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის დელეგაცია პალერმოში კრისტოფორო დე კასტელის არქივს გაეცნო

ვრცლად

Item 1

17 ივნისი, 2026

„სიტყვის აკადემიის“ ორგანიზებით გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ვრცლად

Item 1

17 ივნისი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის ელჩს შეხვდა

ვრცლად