სიახლეები

17 ივნისი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის დელეგაცია პალერმოში კრისტოფორო დე კასტელის არქივს გაეცნო


➡️აფხაზეთის ა.რ სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით, იტალიის ქალაქ პალერმოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

 

➡️ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ სიცილიის ქალაქ პალერმოს ბიბლიოთეკა მოინახულა, სადაც ინახება იტალიელი მისიონერისა და მოგზაურის, კრისტოფორო დე კასტელის არქივი.

 

➡️საცავებში დაცულია შვიდი ალბომი, ასობით ჩანახატი, ესკიზი და სამოგზაურო ჩანაწერი რომლებიც XVII საუკუნის საქართველოს შესახებ მნიშვნელოვან ისტორიულ მასალას წარმოადგენს.

 

➡️დელეგაცია გაეცნო საქართველოს ისტორიის, კულტურისა და საზოგადოებრივ ცხოვრების ამსახველ დოკუმენტებსა და ვიზუალურ მასალებს, მათ შორის ჩანახატებს, რომლებიც აფხაზეთს უკავშირდება.

 

➡️შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების, ერთობლივი კულტურული პროექტებისა და გამოფენების განხორციელები შესაძლებლობები.

 

 ➡️ასევე აღინიშნა საქართველოსა და იტალიას შორის არსებული მრავალწლიანი კულტურული კავშირების მნიშვნელობა.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

17 ივნისი, 2026

„სიტყვის აკადემიის“ ორგანიზებით გალაკტიონ ტაბიძისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ვრცლად

Item 1

17 ივნისი, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის ელჩს შეხვდა

ვრცლად

Item 1

16 ივნისი, 2026

კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ვრცლად