სიახლეები

16 ივნისი, 2026

კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ


➡️საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სასკოლო კონკურსის „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“-ს გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე და აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია დაესწრნენ.

 

➡️მთავრობის თავმჯდომარემ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ინტერესი აფხაზეთის თემის მიმართ განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.

 

➡️აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის N2 საჯარო სკოლამ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ სასკოლო კონკურსში „როცა აფხაზეთში დავბრუნდები“ მეორე ადგილი დაიკავა.

 

➡️ლიკა ჯიქიამ და ანასტასია სანიკიძემ თავიანთი თანაკლასელების, მასწავლებლებისა და მეგობრების აფხაზეთთან დაკავშირებული ემოციები და მოგონებები მოაგროვეს და 3D ფორმატში ციფრული კულტურული გამოფენა შექმნეს.

 

➡️კონკურსში 400-მდე საჯარო და კერძო სკოლის 2500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და 1270 ნაშრომი წარადგინა.

 

➡️გამარჯვებულები სასაჩუქრე ბარათებით დაჯილდოვდნენ.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად