სიახლეები

12 ივნისი, 2026

ანსამბლი „აფხაზეთი“ პრაღაში გამართულ საელჩოების ფესტივალში მონაწილეობდა


➡️პრაღაში გამართულ საელჩოების ფესტივალზე აფხაზეთის ა.რ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“ ქართული კულტურა ღირსეულად წარადგინა. ანსამბლმა ფესტივალის სტუმრებს მრავალფეროვანი ქორეოგრაფიული ნომრები შესთავაზა, რომლებმაც დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია.

 

➡️ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულინარიულ კულტურას, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და მეტი გაეგოთ საქართველოსთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შესახებ.

 

➡️ღია ცის ქვეშ მოწყობილ სცენაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორულ ტრადიციებზე დაფუძნებულმა ცეკვებმა, ავთენტურ ეროვნულ სამოსთან ერთად, საერთაშორისო აუდიტორიას ნათლად გააცნო ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა.

 

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად