სიახლეები

11 ივნისი, 2026

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე პრაღაში აღინიშნა


➡️ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პრაღაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო მიღებას აფხაზეთის ა.რ. განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია ესწრებოდა.

 

➡️ღონისძიება კულტურულ სივრცე Nová Spirála-ში გაიმართა. მიღება საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა „აფხაზეთმა“ შეასრულა.

 

➡️ანსამბლმა „აფხაზეთმა“ ქართული სიმღერისა და ცეკვის პროგრამა წარადგინა. საქართველოს კულტურა ასევე წარმოდგენილი იყო პრაღაში გამართულ საელჩოების ყოველწლიურ ფესტივალზე, სადაც ქართულმა ფოლკლორმა საერთაშორისო აუდიტორიის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად