სიახლეები

11 ივნისი, 2026

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აფხაზეთის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარეს გიორგი ჯინჭარაძეს შეხვდა


➡️სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ ოფიციალური შეხვედრა გამართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან. მხარეებმა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, აფხაზეთის საკითხზე, ქართველებისა და აფხაზების მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებსა და საერთო კულტურულ-სულიერ მემკვიდრეობაზე ისაუბრეს.

 

➡️პატრიარქმა განსაკუთრებული სითბოთი აღნიშნა აფხაზეთის რეგიონი, იქაური მოსახლეობა, დევნილები და ხაზი გაუსვა შერიგების, ურთიერთპატივისცემისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების მნიშვნელობას. მისი თქმით, საერთო მომავალი სიყვარულს, ურთიერთგაგებასა და ისტორიული ღირებულებების პატივისცემას უნდა დაეფუძნოს.

 

➡️შეხვედრისას კიდევ ერთხელ გამოიხატა მტკიცე რწმენა, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ქვეყნის გამთლიანება მშვიდობის, ერთიანობისა და შერიგების გზით მოხდება. აღინიშნა უწმინდესის ლოცვისა და სულიერი მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა სრულიად საქართველოსთვის.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად