სიახლეები

11 ივნისი, 2026

აფხაზეთის ა.რ უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით აფხაზეთის ა.რ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრს მოუსმინეს


➡️აფხაზეთის ა.რ უმაღლეს საბჭოში პრეზიდიუმისა და პლენარული სხდომები გაიმართა, რომლის ფარგლებში ინტერპელაციის წესით მოისმინეს აფხაზეთის ა.რ. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის, ალიონა ჩხოტუას, ანგარიში.

 

➡️მინისტრმა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ წერილობით წარმოდგენილ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. განხილვის მთავარი თემები 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სახელმწიფო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობა, სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროგრამები, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა იყო.

 

➡️განხილვის ფარგლებში უმაღლესი საბჭოს წევრებმა მინისტრს დამატებითი და დამაზუსტებელი შეკითხვები დაუსვეს, ასევე წარმოადგინეს რეკომენდაციები სამინისტროს საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად