სიახლეები

09 ივნისი, 2026

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა სახალხო დამცველთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრთან, ალიონა ჩხოტუა ერთად, შეხვდა საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანი.

 

➡️შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და ის ძირითადი გამოწვევები, რომელთა წინაშეც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა ყოველდღიურ რეჟიმში დგას.

 

➡️განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფისა და გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

➡️მხარეებმა ასევე იმსჯელეს აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ კოორდინირებული მოქმედებების მნიშვნელობაზე და გამოთქვეს მზადყოფნა სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობისა და მჭიდრო ინსტიტუციური კოორდინაციის გაგრძელების თაობაზე.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად