აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
08 ივნისი, 2026
დევნილთა სააგენტო რუსთავში განსახლების მსურველი ოჯახების წინასწარ ქულებს აქვეყნებს
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ რუსთავში მშენებარე საცხოვრებელ კორპუსებში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გამოაქვეყნა.
სააგენტომ 7 000-ზე მეტი განაცხადი შეაფასა. გამოქვეყნებული სია დევნილ ოჯახებს შესაძლებლობას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტაცია 15 სამუშაო დღის ვადაში წარადგინონ. წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ქულები გადაიხედება და განახლებული სია გამოქვეყნდება.
ქულები გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრა და ოჯახების საცხოვრებელ და სოციალურ მდგომარეობას ასახავს. კორექტირებული მონაცემების საფუძველზე განხორციელდება ოჯახების შესწავლა, რის შემდეგაც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის ოთხი საცხოვრებელი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 800 ოჯახი მიიღებს. საცხოვრებელი ფართები სრულად გარემონტებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება.
წინასწარი ქულების სია: https://shorturl.at/7WCoR
მსგავსი სიახლეები
26 ივლისი, 2026
აფხაზეთიდან დევნილი და ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდები საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში ქინალიადაზე იმყო...
22 ივლისი, 2026
ოპერისა და ბალეტის თეატრში ქრისტიანობის 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა