სიახლეები

05 ივნისი, 2026

სამგორის რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ვაჟა კოკაიასთან ერთად, ქალაქ თბილისის სამგორის რაიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა.

 

➡️შეხვედრის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარემ კუპრაძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ და მათთან ერთად სამომავლო საჭიროებებსა და გეგმებზე იმსჯელა.

 

➡️აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ჩასახლებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, 2025-2026 წლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. კერძოდ, ჩატარდა კორპუსის გაზიფიცირება, განახლდა ლიფტები და მოეწყო ფასადები. ამჟამად მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად