სიახლეები

05 ივნისი, 2026

ნახატების კონკურსის „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა ნახატების კონკურსის - „ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.

 

➡️კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა 10 გამარჯვებული, რომელთა ნამუშევრებმა განსაკუთრებული შეფასება დაიმსახურა.

 

➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს სპეციალური რჩეული გახდა ანა ცაგარეიშვილი ნამუშევრით – „იქ, სადაც ბავშვობა დარჩა“.

 

➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს რჩეულის სტატუსი მიენიჭა ანასტასია პარკაიას ნამუშევრისთვის – „სოხუმი“.

 

➡️დაჯილდოების ცერემონიაზე მონაწილეებსა და გამარჯვებულებს მადლობა გადაუხადეს აქტიური ჩართულობისა და შემოქმედებითი ნამუშევრებისთვის. აღინიშნა, რომ კონკურსი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში აფხაზეთის თემატიკისადმი ინტერესის გაღრმავებას, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის ხელშეწყობას.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად