აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
01 ივნისი, 2026
აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდათ
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამედიცინო ცენტრი „აფხაზეთი“-ს ზუგდიდის ფილიალში აქცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, ქვეყნის წამყვანმა ექიმებმა აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარეს.
კლინიკაში აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმყოფებოდა, რომელიც პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და დევნილ მოზარდებს საჩუქრები გადასცა.
აქცია აფხაზეთის ა.რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და სამედიცინო ცენტრი „აფხაზეთი“-ს ინიციატივით გაიმართა.
მსგავსი სიახლეები
26 ივლისი, 2026
აფხაზეთიდან დევნილი და ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდები საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში ქინალიადაზე იმყო...
22 ივლისი, 2026
ოპერისა და ბალეტის თეატრში ქრისტიანობის 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა