სიახლეები

01 ივნისი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო


➡️პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო.

➡️ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას პატივი მიაგო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელების ხსოვნას და აღნიშნა, რომ მათი თავდადება მომავალი თაობებისთვის სამაგალითოა.

➡️პოლიციას პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა.

➡️საზეიმო ღონისძებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

28 ივლისი, 2026

დევნილი მეწარმეებისთვის ელექტრონული კომერციის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

ვრცლად

Item 1

26 ივლისი, 2026

აფხაზეთიდან დევნილი და ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდები საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში ქინალიადაზე იმყო...

ვრცლად

Item 1

22 ივლისი, 2026

ოპერისა და ბალეტის თეატრში ქრისტიანობის 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ვრცლად