აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
25 დეკემბერი, 2021
კამანის მონასტერი
კამანის ეკლესიის თავდაპირველი მშენებლობა თარიღდება XI საუკუნით. მისი ისტორია დაკავაშირებულია წმინდა იოანე ოქროპირის სახელთან, რომელიც კონსტანტინეპოლიდან შავიზღვისპირეთში გადმოასახლეს და ერთ-ერთი ვერსიით, აქვე არის დასაფლავებული. ტაძარი წარმოადგენს დარბაზული ტიპის ქვის ნაგებობას, რომელსაც რამდენიმე რესტავრაციის კვალი ეტყობა. XIX საუკუნეში ტაძარი აღადგინეს და იგი ფუნქციონირებდა, როგორც მონასტერი.
XX საუკუნის 90-იან წლებში ტაძარს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. კეთილმოაწყო და აქ დედათა მონასტერი დააარსა აფხაზმა მამულიშვილმა იური ანუამ.
ძეგლის ფიზიკური მდგომარეობა მძიმეა, ტაძარს აღენიშნება ბზარები. კამანის ეკლესიას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
მსგავსი სიახლეები
31 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისთვის სახელოვნებო მიმ...
31 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ დევნილ მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა ქუთაისში გამართა
31 ივლისი, 2026
აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარეს გიორგი ჯინჭარაძეს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარ...