სიახლეები

28 დეკემბერი, 2021

აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის აპლიკაცია


შეიქმნა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის მობილური აპლიკაცია, რომელშიც ქართულ, აფხაზურ და ინგლისურ ენებზე თავმოყრილია ინფორმაცია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, წარმოჩენილია მისი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა და ამჟამინდელი მძიმე მდგომარეობა.

დღეს, აფხაზეთის ტერიტორიაზე ადრეული და შუასაუკუნეების ძეგლებს რესტავრაციის საბაბით იერ-სახეს უცვლიან და ავთენტიკურობას უკარგავენ, ქართული ეპიგრაფიკის უძველეს ნიმუშებს კი შლიან და ანადგურებენ. პროცესის შესაჩერებლად მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება და საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა.

აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის აპლიკაცია, ICA-ს იდეის საფუძველზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ა/რ  განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ იქნა შექმნილი და მისი უმთავრესი მიზანია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, შენახვა და პოპულარიზაცია.

გადმოტვირთეთ აპლიკაცია:

app store: apps.apple.com/ma/app/abkhazia-heritage/

play store: play.google.com/store/apps/details?id=com.iliatugushi.abkhaziaheritage

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

14 სექტემბერი, 2026

ბორჯომში აფხაზეთის ა.რ მთავრობის ერთიანი ელექტრონული პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

11 სექტემბერი, 2026

თამარ კობერიძის წიგნის, „აფხაზეთი, ლიტერატურულ-ისტორიული პარადიგმები“, პრეზენტაცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

10 სექტემბერი, 2026

13 სექტემბერს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

ვრცლად