სიახლეები

20 მაისი, 2026

„აფხაზეთობის კვირეული“ ზუგდიდში


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში „აფხაზეთობის“ კვირეული გაიმართა.

 

➡️ღონისძიება აფხაზური კულტურის, ტრადიციებისა და საერთო ეროვნული ღირებულებების წარმოჩენას მიეძღვნა. კვირეულის ფარგლებში გაიმართა დევნილი მხატვრების პლენერი, ფოტოგამოფენა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო და კულინარიული აქტივობები. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ დაეტოვებინათ სამშვიდობო გზავნილები.

 

➡️კვირეული გალა-კონცერტით დასრულდა, სადაც მონაწილეობდნენ ანსამბლები „შავნაბადა“, „ჩელა“, „ოდოია“ და სხვა შემსრულებლები, რომლებმაც მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა წარადგინეს.

 

➡️ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა გიორგი ჯინჭარაძე, რომელმაც „აფხაზეთობის“ მნიშვნელობასა და კულტურული ერთიანობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

➡️„აფხაზეთობა“ 2014 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება და აფხაზური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას ემსახურება.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად