სიახლეები

18 მაისი, 2026

ქართულმა საზოგადოებამ პროფესორი ოთარ ჟორდანია უკანასკნელ გზაზე გააცილა


➡️ქართულმა სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცემ დაკარგა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ჟორდანია - ცნობილი მეცნიერი, მკვლევარი და ღვაწლმოსილი პედაგოგი.

 

➡️პროფესორ ოთარ ჟორდანიას ეკუთვნის 130-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და მონოგრაფია. იგი იყო საქართველოს ისტორიკოსთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარე, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი.

 

➡️განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ღვაწლი დევნილობაში მყოფი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში. ურთულეს წლებში მან შეძლო უნივერსიტეტის სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის გაგრძელება.

 

➡️პროფესორ ოთარ ჟორდანიას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა თაობების აღზრდასა და ქართული მეცნიერების განვითარებაში.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად