სიახლეები

13 მაისი, 2026

საგანმანათლებლო პროექტი „აფხაზეთი საქართველოა“ დასკვნითი კონფერენციით დასრულდა


➡️აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს საგანმანათლებლო პროექტი „აფხაზეთი საქართველოა“ დასკვნითი კონფერენციით დასრულდა. პროექტმა რამდენიმე კვირის განმავლობაში თბილისისა და ფოთის ახალგაზრდები გააერთიანა და აფხაზეთის ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ დისკუსიის სივრცე შექმნა.

 

➡️სამეტაპიანი სამუშაო პროცესი აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის, ნანა კვარაცხელიას კოორდინაციით წარიმართა. პროექტი აკაკი ჩხენკელის სახელობის დარბაზში დაიწყო და ფოთის №21 საჯარო სკოლაში გაგრძელდა.

 

➡️ფოთში გამართული შეხვედრის ფარგლებში გაიხსნა მეცნიერ ზურაბ ანჩაბაძის სახელობის ისტორიის კაბინეტი, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობის იდეას მოემსახურება.

 

➡️პროექტის დასკვნითი ეტაპი აფხაზეთის ა.რ. უმაღლეს საბჭოში გაიმართა, სადაც მონაწილეები და პედაგოგები მადლობის სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად