სიახლეები

13 მაისი, 2026

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და მეცნიერი ოთარ ჟორდანია


➡️აფხაზეთის ა.რ. საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, მეცნიერებათა დოქტორისა და პროფესორის, ოთარ ჟორდანიას გარდაცვალების გამო.

 

➡️ოთარ ჟორდანია 1940 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ მოქვში დაიბადა. წლების განმავლობაში იგი აქტიურად ეწეოდა სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ისტორიოგრაფიის განვითარებაში.

 

➡️იგი 130-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა და მონოგრაფიის ავტორია, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის საკითხებს ეძღვნება.

 

➡️1993-2005 წლებში ოთარ ჟორდანია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო. რთულ პერიოდში მან უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო პროცესის უწყვეტობა უზრუნველყო.

 

➡️პროფესორი ოთარ ჟორდანია ასევე გახლდათ ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი, საქართველოს ისტორიკოსთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და პროექტის - „აფხაზეთი - ჩვენი სამშობლო“ - აქტიური მონაწილე.

 

➡️მისი პროფესიონალიზმი, პრინციპულობა და სამშობლოსადმი ერთგულება მომავალ თაობებს ღირსეულ მაგალითად დარჩება.

 

➡️აფხაზეთის ა.რ. საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი თანაუგრძნობს ბატონი ოთარის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

13 მაისი, 2026

თელავში დევნილი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

ვრცლად

Item 1

11 მაისი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე მეუფე შიოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ეხმაურება: „გვწამს, რომ თქვენი...

ვრცლად

Item 1

09 მაისი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე ქუთაისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ესტუმრა

ვრცლად