სიახლეები

13 მაისი, 2026

თელავში დევნილი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თელავში, სოხუმის ქუჩაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო სამედიცინო აქცია მოეწყო.

 

➡️აქციის ფარგლებში, თბილისიდან სპეციალურად მოწვეულმა ექიმებმა ბენეფიციარებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს. ასევე ჩატარდა სხვადასხვა სახის ინსტრუმენტული კვლევები, მათ შორის კარდიოგრამა და ექოსკოპიური გამოკვლევები.

 

➡️ექიმების რეკომენდაციის საფუძველზე, საჭიროების მქონე მოქალაქეებს შესაბამისი მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.

 

➡️მსგავსი სამედიცინო აქციები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად