სიახლეები

11 მაისი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე მეუფე შიოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ეხმაურება: „გვწამს, რომ თქვენი ლოცვით შევძლებთ აფხაზეთთან დაახლოებას და ქვეყნის გამთლიანებას“


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მეუფე შიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

 

➡️მისი განცხადებით, მეუფე შიოს არჩევა განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა როგორც ქართული ეკლესიისთვის, ისე სრულიად საქართველოსთვის და წარმოადგენს იმ სულიერი გზის გაგრძელებას, რომელიც წლების განმავლობაში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შექმნა.

 

„გვწამს, რომ თქვენი ლოცვა-კურთხევითა და სულიერი მხარდაჭერით საქართველო გამთლიანებასა და აფხაზეთთან დაახლოებას შეძლებს. დარწმუნებული ვართ, ღირსეულად გააგრძელებთ ილია მეორის დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომელიც ეროვნული ერთიანობის, მშვიდობის, შემწყნარებლობისა და ქართული იდენტობის დაცვის სიმბოლოდ იქცა. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან დღეს სრულიად საქართველოს, ქართულ ეკლესიასა და თითოეულ ქართველს. ღმერთმა დალოცოს საქართველოს ეკლესია, მისი ახალი სულიერი წინამძღოლი და გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნავს გიორგი ჯინჭარაძე.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

28 ივლისი, 2026

დევნილი მეწარმეებისთვის ელექტრონული კომერციის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

ვრცლად

Item 1

26 ივლისი, 2026

აფხაზეთიდან დევნილი და ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდები საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში ქინალიადაზე იმყო...

ვრცლად

Item 1

22 ივლისი, 2026

ოპერისა და ბალეტის თეატრში ქრისტიანობის 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ვრცლად