სიახლეები

07 მაისი, 2026

აფხაზეთის ა.რ. უმაღლეს საბჭოში ნინო მირცხულავას ფილმის „დაუვიწყარი სიყვარული“ პრეზენტაცია გაიმართა


➡️აფხაზეთის ა.რ. უმაღლეს საბჭოში აფხაზეთელი ავტორის, ნინო მირცხულავას ფილმის „დაუვიწყარი სიყვარული“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

➡️ფილმი აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული გმირების ხსოვნას ეძღვნება და სიყვარულის, ტკივილისა და იმედის ემოციურ ისტორიას ასახავს. ნამუშევარი მუსიკალური ნომრებით არის გაფორმებული, რაც მის ემოციურ შინაარსს კიდევ უფრო ამძაფრებს.

 

➡️აღსანიშნავია, რომ პროექტი სრულად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა - როგორც ვიზუალური, ისე მუსიკალური მიმართულებით, რაც ფილმს თანამედროვე და ინოვაციურ ხასიათს სძენს.

 

➡️ღონისძიებას აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს წევრები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად