აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
06 მაისი, 2026
სენაკში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება. ამჯერად შეხვედრა სენაკში გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, მთავრობის წევრებთან ერთად, ასევე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდა.
შეხვედრის ფარგლებში დევნილ მოსახლეობას მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებსაც აფხაზეთის მთავრობა ახორციელებს და რომლებიც მათი ჯანდაცვის, სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
შეხვედრა ინტერაქტიულ, კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები და მიეღოთ სრულყოფილი პასუხები.
მსგავსი სიახლეები
26 ივლისი, 2026
აფხაზეთიდან დევნილი და ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდები საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში ქინალიადაზე იმყო...
22 ივლისი, 2026
ოპერისა და ბალეტის თეატრში ქრისტიანობის 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა