სიახლეები

05 მაისი, 2026

აფხაზეთის მეომართა კავშირის მე-12 რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა


➡️აფხაზეთის მეომართა კავშირის ორგანიზებით მე-12 რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ომის ვეტერანები და ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ.

 

➡️კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ. მან ვეტერანებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის და ხაზი გაუსვა აფხაზეთის მთავრობის მხრიდან მათ მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელობას.

 

➡️ღონისძიების ფარგლებში ვეტერანებმა ორგანიზაციის ახალი წესდება დაამტკიცეს და მეომართა კავშირის თავმჯდომარედ ანზორ მარგიანი მეორე ვადით აირჩიეს.

 

➡️კონფერენციაზე ომის ვეტერანები და მათი მხარდამჭერები სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდნენ. ნომინაციაში „მებრძოლთა ერთგულებისთვის“ ჯილდო გადაეცა აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ჟურნალისტს, გადაცემის „ერთი გმირის ისტორია“ წამყვანს, იზა აბშილავას.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად