სიახლეები

05 მაისი, 2026

თენგიზ ნასარიძე ზუგდიდში დევნილ მეწარმეებს შეხვდა


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, მინისტრის მოადგილესთან მიხეილ ანჩაბაძესთან ერთად, ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებს შეხვდა.

 

➡️შეხვედრის ფარგლებში მინისტრი მეწარმეების საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებს პირადად გაეცნო. თენგიზ ნასარიძემ ყურადღება გაამახვილა იმ სახელმწიფო პროგრამების მნიშვნელობაზე, რომლებიც დევნილი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათი ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.

 

➡️შეხვედრაში მონაწილეობდნენ ის დევნილი მეწარმეები, რომლებიც ჩართული არიან პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ და სარგებლობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანადაფინანსებით.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად