აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
30 აპრილი, 2026
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე წარდგა და აფხაზეთის მთავრობის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.
მოხსენებაში მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მთავრობის ძირითად პრიორიტეტებზე, მათ შორის საბიუჯეტო რესურსების ეფექტიან მართვასა და იმ პროგრამებზე, რომლებიც ოკუპაციის პირობებში დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად ხორციელდებოდა. აღინიშნა, რომ 2025 წელი გამოირჩეოდა საბიუჯეტო მაჩვენებლების უპრეცედენტო ზრდით.
ანგარიშის ფარგლებში ასევე საუბარი შეეხო სამშვიდობო ინიციატივებს, ნდობის აღდგენისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ხაზგასმით აღინიშნა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა პროექტებში, რომლებიც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის დიალოგის გაღრმავებას ისახავდა მიზნად.
გიორგი ჯინჭარაძემ ასევე წარმოადგინა 2026 წლის პრიორიტეტები და მთავრობის სამოქმედო გეგმა.
სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, მთავრობის აპარატის წარმომადგენლები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.
მსგავსი სიახლეები
23 ივნისი, 2026
კონფერენცია „აფხაზეთი საქართველოა“ და წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია სოხუმის სახელმწ...
23 ივნისი, 2026
გიორგი ჯინჭარაძე საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო