აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
29 აპრილი, 2026
მთავრობის სხდომაზე „აფხაზეთობის კვირეულის“ ღონისძიებები განიხილეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს, რომელიც 18-დან 23 მაისის ჩათვლით გაიმართება.
სხდომაზე აღინიშნა, რომ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი საზოგადოებრივი აქტივობები მიზნად ისახავს აფხაზეთის ისტორიის, კულტურისა და იდენტობის პოპულარიზაციას, ასევე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის აქტიურ ჩართულობას. მთავრობის წევრებმა დეტალურად განიხილეს ღონისძიებების ორგანიზაციული საკითხები და მათი ეფექტიანად განხორციელების გზები.
სხდომის ფარგლებში ასევე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა მიმდინარე საკითხებზე.
ამასთან, მთავრობის სხდომაზე აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა წივწივაძემ წარმოადგინა ცენტრის მიერ 2026 წელს დაგეგმილი პროექტები და ღონისძიებები. ყურადღება გამახვილდა ცენტრის მიერ განხორციელებული სოციალური და სამშვიდობო პროექტების მნიშვნელობაზე, რომლებიც ემსახურება აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდასა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობას.
მსგავსი სიახლეები
23 ივნისი, 2026
კონფერენცია „აფხაზეთი საქართველოა“ და წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია სოხუმის სახელმწ...
23 ივნისი, 2026
გიორგი ჯინჭარაძე საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო