სიახლეები

27 აპრილი, 2026

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი გაიხსნა


➡️სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ეროვნული აკადემიის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი. ფორუმის ფარგლებში რამდენიმე დღის განმავლობაში დაგეგმილია დისკუსიები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ისტორია, ეთნოლოგია, ფილოლოგია, განათლების მეცნიერებები, თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი, გეოგრაფია და ეკოლოგია, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესი, ასევე საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა.

 

➡️ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა. მათ ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ეროვნული აკადემიის მნიშვნელოვან როლზე და მისი ფუნქციის გაძლიერების აუცილებლობაზე ქვეყნის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის განვითარების პროცესში.

 

➡️ღონისძიება აერთიანებს ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, უნივერსიტეტების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და სხვადასხვა აკადემიური ინსტიტუციების წარმომადგენლებს.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად