სიახლეები

25 აპრილი, 2026

ქართული ენის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებლები დაჯილდოვდნენ


➡️აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ქართული ენის სასკოლო კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეებისა და დიასპორის პროგრამაში ჩართული ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულების მასწავლებლების დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა.

➡️გამარჯვებულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს შესაბამისი სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.

➡️დაჯილდოვებაში მონაწილებოდა აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია.

➡️კონკურსის ფარგლებში, რომელიც სამ ეტაპად ჩატარდა, მოსწავლეებმა სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტი შექმნეს და ჯამში 12 საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდა.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 ნოემბერი, 2026

გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე

ვრცლად

Item 1

20 ნოემბერი, 2026

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ვრცლად