სიახლეები

24 აპრილი, 2026

დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის 41 სასათბურე პროექტი დაფინანსდება


➡️დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მხარდაჭერით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურების მოწყობა განხორციელდება.


➡️ამ ეტაპზე, სპეციალურმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით 41 წარმატებული პროექტი შეარჩია.
პროგრამის მთავარი მიზანია დევნილებისა და ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების წახალისება და განვითარება. სააგენტო აქტიურად ეხმარება სოფლად მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომ დაიწყონ ან გააფართოონ საკუთარი მეურნეობა.
სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება.

 

➡️გამარჯვებულთა სრული სია: https://shorturl.at/Y7bEx

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად