სიახლეები

16 აპრილი, 2026

“როცა საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლასა თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ვერ იქნება” - მაკა ბოჭორიშვილი


➡️“როცა საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული, სარკინიგზო მიმოსვლასა თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ვერ იქნება” – ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა.

 

➡️მინისტრმა ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებულ ფრენებზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ კონკრეტულად სოხუმის აეროპორტის საკითხზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას 2025 წლის 20 თებერვალს გაეგზავნა შესაბამისი ნოტა, სადაც აღნიშნულია,რომ ფრენები უკანონოა და საერთაშორისო ნორმების დარღვევით ხორციელდება.

 

➡️„რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება წარმოადგენს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელსაც ქართული მხარე დღის წესრიგში ყოველი რაუნდის ფარგლებში აქტიურად და თანმიმდევრულად აყენებს.

 

ზოგადად, საქართველოს ხელისუფლებას აქვს გაცხადებული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკა, რასაც მიყვება და ახორციელებს და ამასთან, ყველაფერი კეთდება აღნიშნული საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის.

 

ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს ისიც, რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისა და რეაგირებისთვის ყოველთვის ხდება არსებული საერთაშორისო მექანიზმების და ინსტრუმენტების გამოყენება“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად