სიახლეები

14 აპრილი, 2026

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით სპეციალური ღონისძიება გაიმართა


➡️ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, 14 აპრილს სპეციალური ღონისძიება გაიმართა.

 

➡️ღონისძიება გახსნა მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და სახელმწიფო ენის დღე მიულოცა. სიტყვით გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს ქართული ენის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და მისი დაცვისა და განვითარების აუცილებლობაზე.

 

➡️ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, ასევე აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

 

➡️აღინიშნა, რომ 14 აპრილი უკავშირდება 1978 წლის მოვლენებს, როდესაც საზოგადოების ერთიანობის შედეგად ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი შენარჩუნდა. აღნიშნული თარიღი საქართველოში ყოველწლიურად საზეიმოდ აღინიშნება.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად