სიახლეები

12 აპრილი, 2026

,,დღევანდელი დღის მადლი მავსებს რწმენით, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ საყოველთაო შერიგებისა და შენებისკენ"


➡️აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე  გიორგი ჯინჭარაძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ აფხაზეთის მოსახლეობას ულოცავს.

 

როგორც აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს აღდგომის დღის მადლი მას ავსებს რწმენით რომ ქვეყანა შეძლებს ძალისხმევა მიმართოს საყოველთაო შერიგებისკენ.

 

,,ქრისტე აღდგა!

 

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებული სიყვარულით კი საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ აფხაზეთის მოსახლეობას.

 

აღდგომა სიკვდილზე გამარჯვების, საყოველთაო განახლების, ახალი სიცოცხლისა და იმედის სიმბოლოა. სწორედ ამიტომ, დღევანდელი დღის მადლი მავსებს რწმენით, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი ძალისხმევა მივმართოთ საყოველთაო შერიგებისა და შენებისკენ, რაც საბოლოოდ ჩვენი სამშობლოს გაერთიანებამდე მიგვიყვანს” - ნათქვამია აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარის სააღდგომო მილოცვაში.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად