აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
09 აპრილი, 2026
გიორგი ჯინჭარაძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის წევრებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
9 აპრილის მონუმენტი დილიდან ყვავილებით შეამკეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა.
9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამთენიისას ძალადობრივი დარბევით დასრულდა, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით ადამიანი კი დაშავდა და მოიწამლა.
9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს 1989 წლის ტრაგედიასა და 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.
მსგავსი სიახლეები