სიახლეები

09 აპრილი, 2026

წინასააღდგომოდ აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე კახეთში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა


➡აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, წინასააღდგომო პერიოდში კახეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

 

➡ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარე თელავსა და გურჯაანში მდებარე კომპაქტურ ჩასახლებებში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე გაეცნო დევნილთა საჭიროებებს და მათთან შეხვედრები გამართა. შეხვედრისას დევნილ ოჯახებს სადღესასწაულო ნობათები გადაეცათ.

 

➡აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, სააღდგომო ნობათები ქვეყნის მასშტაბით გადაეცემა აფხაზეთიდან დევნილ, უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს.

 

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად