სიახლეები

08 აპრილი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ახალი ხედვის პრეზენტაციას დაესწრო


➡აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების განახლებული ხედვის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.

➡ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სახელმწიფო საგრანტო კონკურსების განვითარების ახალი მიმართულებები, სადაც დეტალურად განიხილეს პრიორიტეტული სფეროები, პროგრამების მიზნები, საკონკურსო პირობები და პროექტების შეფასების მექანიზმები. პრეზენტაციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და სამეცნიერო სივრცეში ახალი შესაძლებლობების შექმნას.

➡აღინიშნა, რომ 2026 წლიდან ფონდი ახალ საგრანტო პროგრამებს აამოქმედებს, რაც ხელს შეუწყობს მეცნიერებისა და ინოვაციების მხარდაჭერას, კვლევითი პროექტების განვითარებას და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაფართოებას.

➡ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად