აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
21 მარტი, 2026
საქართველო უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ემშვიდობება
საქართველო უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ემშვიდობება. ადამიანს, რომლის ცხოვრებაც რწმენისა და ეროვნული ერთობის სიმბოლოა.
კათოლიკოს-პატრიარქს განსაკუთრებული ემოციით დაემშვიდობა აფხაზეთის დევნილი საზოგადოება. ტკივილით, მაგრამ დიდი სიყვარულითა და მადლიერებით.
ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გადახდილ მოსახსენებელ პანაშვიდზე შეიკრიბა საზოგადოება, რათა კიდევ ერთხელ მიეგო პატივი იმ სულიერი მემკვიდრეობისთვის, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დატოვა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის მიერ განვლილი გზა დღესაც აერთიანებს ქვეყანას და ამყარებს რწმენას, რომ ეს ერთიანობა მომავალშიც გაგრძელდება.
მსგავსი სიახლეები
22 ნოემბერი, 2026
გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა
20 ნოემბერი, 2026
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე