სიახლეები

07 მარტი, 2026

გიორგი ჯინჭარაძემ ზუგდიდში ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო


➡️აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ა.რ მთავრობის წევრებთან და სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი ზუგდიდში მიაგო.

 

 

➡️"დღეს პატივი მივაგეთ ჟიული შარტავას ხსოვნას. ეს იყო ადამიანი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე მიუძღვნა სამშობლოს, მიუძღვნა აფხაზეთს. მისი თავგანწირვა, მისი თავდადება არის მაგალითი თუ როგორ უნდა იცხოვროს ქართველმა ადამიანმა. დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეა, რომლის გამოც თავი გაწირა ჟიული შარტავამ, იქნება აღსრულებული, ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში და საქართველო იქნება ერთიანი,თავისუფალი და ძლიერი“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

 

 

➡️საქართველოს პირველი ეროვნული გმირი 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად