სიახლეები

06 მარტი, 2026

მემორანდუმი იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიას - IHRC Corporation/ინტერპოლის ცენტრს შორის


➡️აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიას - IHRC Corporation/ინტერპოლის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

➡️მემორანდუმი მიზნად ისახავს არსებული ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, აფხაზეთის ა.რ იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფისა და ჰუმანიტარული პროგრამების/პროექტების განხორციელების მიმართულებებით.

 

➡️შეხვედრის დასასრულს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კომისიის - IHRC Corporation/ინტერპოლის ცენტრის გენერალურ მდივანს რაფალ მარცინ ვასიკს წარმატებული ურთიერთთანამშრომლობისა და გაწეული თანადგომისთვის მადლობის სიგელი და სამახსოვრო ჯილდო გადასცა.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

10 აგვისტო, 2026

ტყვეთა გაცვლა გუდაუთაში - უნიკალური საარქივო კადრები

ვრცლად

Item 1

10 აგვისტო, 2026

აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენლები საბერძნეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტებს შეხვდნენ

ვრცლად

Item 1

08 აგვისტო, 2026

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა

ვრცლად