სიახლეები

03 მარტი, 2026

აფხაზეთიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების დედები აფხაზეთის ა.რ მთავრობისგან 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ


➡️აფხაზეთიდან დევნილი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების დედები აფხაზეთის ა.რ მთავრობისგან 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ.

 

➡️ამის შესახებ აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ დედის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

 

➡️გიორგი ჯინჭარაძემ და აფხაზეთის ა.რ მთავრობის წარმომადგენელმა დაღუპული მეომრების დედებს დედის დღე მიულოცეს, ღირსეული მამულიშვილების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადეს და წუთიერი დუმილით მათ სულებს პატივი მიაგეს.

 

➡️შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები და ტერიტორიული მთლიანობისთვის დარუპული გმირების დედები ესწრებოდნენ.

 

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად