სიახლეები

27 თებერვალი, 2026

გიორგი ჯინჭარაძე პარლამენტის ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით წარდგა


➡️აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს პარლამენტში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე მოხსენებით წარდგა.

 

➡️გიორგი ჯინჭარაძემ მოხსენებაში დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად გადმოსული ახალგაზრდების ხელშეწყობის საკითხებზე ისაუბრა.

 

➡️ერთობლივ სხდომას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი უძღვებოდნენ.

 

➡️სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა.რ განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

უფასო სამედიცინო სკრინინგი ჩაფიძის კლინიკაში

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

პროექტის "ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობასა და ნდობის აღდგენაში"- დახურვის ღონისძი...

ვრცლად

Item 1

05 ოქტომბერი, 2026

"სასამართლო კვირეული 2026" - პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

ვრცლად