აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
25 თებერვალი, 2026
„დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა. ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე" - გიორგი ჯინჭარაძე
„დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა, ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი. ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას“ - განაცხადა აფხაზეთის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ.
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად, კოჯორში, 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვის მინისტრი, თბილისის მერი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.
საქართველოს პარლამენტის დადგენილებით 25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დღე აღინიშნება.
მსგავსი სიახლეები
22 ნოემბერი, 2026
გლოვის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა.რ მთავრობის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა
20 ნოემბერი, 2026
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქვემო ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის გამო“ - გიორგი ჯინჭარაძე